29 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
გარდაცვლილი სპორტსმენის საქმეზე ბრალდებულ მორაგბეთა ადვოკატებმა იაკობ ბრეგვაძეს, კონსტანტინე ღიბრაძესა და ვახტანგ ახვლედიანს უწყებები ჩააბარეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე მორაგბეების უფლებადამცველებმა, როგორც იაკობ ბრეგვაძეს, ასევე  კონსტანტინე ღიბრაძესა და ვახტანგ ახვლედიანს უწყებები ჩააბარეს. ისინი მოწმეებს თავიანთ საადვოკატო ბიუროში იბარებენ, რათა დამატებითი კითხვები დაუსვან ფაქტობრივი გარემოებების დასაზუსტებლად.

"საქმეში ახალი მასალებიდან გამომდინარე გაჩნდა ახალი გარემოებები, რომლის დაზუსტებაც გვინდა და სწორედ ამის შესახებ დავსვამთ შესაბამის კითხვებს. დღეს ჩვენ უწყება ჩავაბარეთ ღიბრაძესა და ბრეგვაძეს. ბატონმა ღიბრაძემ ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარი განაცხადა, თუმცა ბრეგვაძის პოზიცია ჩვენთვის უცნობია. 

რაც შეეხება ამირხანაშვილსა და ქათამაძეს, ისინი არ იმყოფებიან მითითებულ მისამართზე, ხოლო ახვლედიანმა უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა," - აცხადებს არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

დღის ამბები