29 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
სხვა აღარაფერი დარჩათ, არიან პოლიტიკურად ხელმოცარულები და ცდილობენ თვითაქტუალიზაციას - ანრი ოხანაშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესების განახლება პოლიტიკურ ზეწოლად იყო შეფასებული, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უკანონო ქმედებების პოლიტიკური სარჩულით შეფუთვას ცდილობს.

"ამ საზოგადოებისთვის მავნე პოლიტიკურ პარტიებს იმდენად არაფერი აქვთ შესათავაზებელი საზოგადოებისთვის,  სხვა აღარაფერი დარჩათ, არიან პოლიტიკურად ხელმოცარულები და ცდილობენ თვითაქტუალიზაციას. როგორც ჩანს მათ მოენატრათ საგამოძიებო ორგანოებში სიარული, იციან და ძალიან კარგად აცნობიერებენ, რა ქმედებებიც აქვთ ჩადენილი და წინმსწრებად, რომ ვინმემ არ გამოკითხოს, ვინმემ არ მოსთხოვოს ინფორმაცია, ახდენენ ამის გადაზღვევას, რომ ეს რაღაცა პოლიტიკური სარჩულით შეფუთონ," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები