29 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა - ლეონიდ კალაშნიკოვი

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა - ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სააგენტოსთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

კალაშნიკოვის თქმით, საკითხზე დავა თითქმის 30 წლის მიმდინარეობს, თუმცა ტერიტორიების დასაბრუნებლად არავინ არაფერს აკეთებს. დუმის დეპუტატი ფიქრობს, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა თავიანთი ავტორიტეტი უნდა გამოიყენონ.

დესეთეს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატიც გააკრიტიკა. კალაშნიკოვის თქმით, რეალურად ეუთოს მინსკის ჯგუფს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება არ სურს.

 

დღის ამბები