29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
"არანაირ შანტაჟსა და დაშინებას არ ვექვემდებარები" - ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს

გამოიყენა თუ არა სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად ირაკლი ოქრუაშვილმა - ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო განხილვები, 22 ივლისიდან განახლდება. ამ ფაქტს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგ მცდელობად და 8 მარტის შეთანხმების დარღვევად აფასებს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი "კურიერთან" ამბობს, რომ ეს არის შანტაჟი პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

"ჩემს წინააღმდეგ მე ამ საქმეს არ ვუყურებ როგორც პრობლემას, ამაში ვერ ვხედავ ვერაფერს განსაკუთრებულს და თან მინდა საკმაოდ მკაფიო გზავნილი გავუგზავნო ივანიშვილს, ეს საქმე არის ერთგვარი შანტაჟის მეშვეობით გამოყენებული ჩემს წინააღმდეგ, არანაირ შანტაჟსა და დაშინებას არ ვექვემდებარები, ვისთანაც გასდის, მასთან იმოქმედოს ასე. ის, რომ ჩვენი სასამართლო თავისუფალი არაა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ჩვენს სასამართლოში არსებობს და ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი, ეს ძალიან ბევრჯერ დადასტურდა. სამწუხაროა ის, რომ ივანიშვილიც თავისთავად, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არაა, ქვეყანა იხდის ძალან ძვირ ფასს ამისთვის. არჩევნების წინ საკმაოდ ცუდი შედეგები იქნება ეს ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც," - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დღის ამბები