29 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
რა მიმოწერა ჰქონდა ანა გაბეჩავას გიორგი შაქარაშვილის საქმის სხვა ფიგურანტებთან - შსს-ში 7 საათიანი გამოკითხვა დასრულდა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, რომელიც 18 ივნისი წვეულების მთავარი ფიგურანტი იყო, ანა გაბეჩავამ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა, ის უწყებაში 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც ანა გაბეჩავა ამბობს, სამინისტროში მისთვის კითხვები არ დაუსვამთ, მხოლოდ მისი სოციალური ქსელი შეამოწმეს.

"სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა სოციალური ქსელის შემოწმება, თავიდან ბოლომდე დათვალიერება. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს იყო," - აცხადებს ანა გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე.

კითხვაზე, ჰქონდა, თუ არა ანა გაბეჩავას ამ საქმის სხვა ფიგურანტებთან მიმოწერა, ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ისაუბრებს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც ჩვენება არაერთხელ შეცვალა.

საქმის მასალებში არსებული პირადი მიმოწერებით ირკვევა, რომ ახალგაზრდებს ჰქონდათ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, მაგრამ 112-ს არ შეატყობინეს. ერთადერთი პირი, ვინც პოლიციას მომხდარი ჩხუბის გამო დაუკავშირდა, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეა, მისი ადვოკატის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რომელსაც მედიაც დაესწრება.

ექსპერიმენტით ცნობილი უნდა გახდეს, სად იმალებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი და რა ჩანდა ამ ადგილიდან. 

დღის ამბები