29 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთის გახსნას პრემიერი დაესწრო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14კმ-იან ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. ახალი ოთხზოლიანი გზა, რომელიც 20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს, გვერდს აუვლის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს. საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გასახორციელებლად.

"აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება დღეს. გარდა ამისა, პირველი მონაკვეთი გაიხსნება მომავალ წელს, სეზონის დაწყებამდე  და მას შემდეგ, რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზაც. სრული მაგისტრალი გვექნება გახსნილი ლანჩხუთამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის." – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები