29 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
როდესაც აქ მოვედი, დამხვდა წყლის კომპანიიდან დავალიანება, ასევე სხვდასხვა სერიალების მწარმოებლებთან მილიონობით დოლარი - პაატა სალია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალიას განცხადებით, ტელევიზიაში შემოსვლისას კომპანიას ჰქონდა დაგროვილი 30 მილიონ ლარამდე დავალიანება, მაშინ როდესაც 2015 წლამდე კომპანია მოგებაზე მუშაობდა და ფინანსურად კარგი მდგომარეობა იყო.

პაატა სალიას თქმით,  2015 წლიდან "რუსთავი 2-მა" შეწყვიტა საბიუჯეტო დავალიანების გადახდა.

"2015 წელს ჩვენ გამოვთქვით, ვარაუდი იმის თაობაზე, რომ იმჟამინდელი მენეჯმენტი ეცდებოდა კომპანიის გაკოტრებას, ჩვენ მაშინვე ვითხოვდით, რომ დროებითი მმართველები შემოგვეყვანა კომპანიაში, რომ შემდგომში არ დაგვხვედროდა ის მდგომარეობა, რაც 2019 წლის ივლისში დაგვხვდა, მაშინ, როდესაც ჩვენ მოვედით.

წინა მენეჯმენტის განცხადებითვე, როდესაც ამბობენ, რომ 2014 წელს ტელეკომპანია იყო მომგებიანი. 2015 წელს რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია ფინანსური თვალსაზრისით. ყოველწლიურად ხდება, შემოსავლების შემცირება, მაშინ, როდესაც იზრდება ხარჯი. გროვდება დავალიანება, როგორც კერძო კრედიტორების წინაშე, ვგულისხმობ, როდესაც აქ მოვედი, დამხვდა წყლის კომპანიიდან დავალიანება, ასევე სხვდასხვა სერიალების მწარმოებლებთან მილიონობით დოლარი.

2015 წლიდან შეწყვიტა კომპანიამ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, საბოლოო ჯამში, გროვდებოდა დავალიანება, რომელიც 30 მილიონ ლარამდე აღწევს.

რაც ყველაზე საკვირველია ჩვენთვის, სახელმწიფო არ იყენებს იმ მექანიზმებს, რასაც კანონმდებლობა პირდაპირ ავალებს. ამ ოთხი წლის მანძილზე 2015-წლიდან 2019-წლამდე არცერთხელ არ არის გამოყენებული საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები. არცრთხელ არ არის დაყადაღებული ანგარიში და არ არის გამოყენებული ინკანსო. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ამის პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა. ფაქტობრივად, სახელმწიფოს უმოქმედობა ხელს უწყობს იმას, რომ გროვდება მილიონობით დავალიანება ბიუჯეტის წინაშე. ჩვენი მოსვლის შემდეგ კი, მინიმალური გადაცილების შემთხვევაშიც ედება ინკანსო ტელეკომპანიას და არამარტო ჩვენ, პატარა ტელევიზიებზეც ასეა,"- განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები