29 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
დაკითხვების სერია შაქარაშვილის საქმეზე გრძელდება - გამოძიება ამჟამად ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის სოციალური ქსელით დაინტერესდა

შაქარაშვილის საქმეზე დასრულებული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უკვე 4 დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის ფიგურანტების გამოკითხვას განაგრძობს.

იაკობ ბრეგვაძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა. გამოძიება ფოტოგრაფის სოციალური ქსელით დაინტერესდა, სწორედ ბრეგვაძე იყო ერთ-ერთი, რომელიც საბედისწერო ღამეს შაქარაშვილს ახლდა და დანგრეულ შენობაში იმალებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ კომენტარი მედიასთან მხოლოდ მისმა უფლებადამცველმა გააკეთა.

სწორედ 112-ში შესული ზარების მიხედვით დამატებითი მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას ცდილობს გამოძიება, რომელმაც უწყებას მიმართა და 18 და 19 ივნისის სატელეფონო ამონაწერები მოსთხოვა. საქმის მე-18 ტომში შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დევს, რომელიც მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს ეკუთვნის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მისული იყო წვეულებაზე მყოფი კიდევ რამდენიმე პირი. ბარბარე ურიდიას, ლუკა ბეჟანიშვილის და არასრულწლოვანი ლ.ქ-ს მესენჯერი და ინსტაგრამ გვერდები საქმის გამომძიებელმა დაათვალიერა.

შეკითხვები 18 ივნისის ღამესთან დაკავშირებით მოწმეებთან, ბრალდებულების ადვოკატებსაც აქვთ.არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებადამცველები დღეს გურამ ამირხანაშვილს, ვახტანგ ახვლედიანს, იაკობ ბრეგვაძეს, გიორგი ქათამაძესა და კონსტანტინე ღიბრაძეს თავიანთ საადვოკატო ბიუროში იბარებდნენ.

ლექსო კობაიძე ამბობს, რომ ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებსა და გაჩენილ კითხვებს მოწმეებთან თავად დააზუსტებს, თუმცა 5-ვე მათგანს უფლება აქვს სურვილის არქონის შემთხვევაში გაჩუმდეს და გამოკითხვაზე უარი თქვას.

დღის ამბები