29 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის განცხადებები - ვინ როგორ ხედავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პათოსს  

უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი გუნდის საგარეო ორიენტაციას ქვეყნის გარედან აფასებს. ხელისუფლების პრორუსულობასა და საკუთარ გეგმებზე მესამე პრეზიდენტმა უკრაინულ გამოცემასთან ისაუბრა.

ყოფილი პრეზიდენტის პათოსი თბილისში, მისმა თანაგუნდელებმა გაიზიარეს. ხელისუფლების ოპონენტები ყოფილი მმართველის გზავნილში სწორ აკეთებს, ზუსტ ენთუზიაზმს ხედავენ და ლექსიკასაც უწონებენ.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის საფრთხეს ხედავს დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილიც. გედევან ფოფხაძე აქცენტს ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე აკეთებს. 

მმართველი გუნდისთვის მსგავსი შინაარსის გზავნილები "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივია. "ქართული ოცნება" ექსპრეზიდენტს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის პრორუსულობაზე საუბრით თავისი არაერთი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს.

მმართველი გუნდის პათოსს იზიარებს დიპლომატიური კორპუსი. საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან კითხვები არ აქვთ.

ქართულ-უკრაინული ურთიერთობები დღეს პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი თემა იყო. სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. მოქმედი პრეზიდენტი პროვოკაციულ ტონთან ერთად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის რისკებს ხედავს.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს უკრაინაში ჩასვლისთვის მზადყოფნაც გამოთქვა. იქ, სადაც ძებნილი პრეზიდენტი უკვე რამდენიმე თვეა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, მოქმედი პრეზიდენტი სამუშაო ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. 

 

 

დღის ამბები