29 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებამ მუშაობა აღადგინა

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მუშაობა აღდგა. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დღეს მედიასთან განაცხადა უკვე ჩატარდა ქირურგიული ოპერაციები.

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფო კვლავ რჩება კოვიდ დადებითი პაციენტების მიმღებ კლინიკად და მასში მოქმედებს ცხელების ცენტრიც. ამ დროისთვის კლინიკაში 5 კოვიდპაციენტია მოთავსებული. ასევე მიმდინარეობს დაკვირვება 20 საეჭვო პაციენტზე.

დღის ამბები