29 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
აშშ-ს ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა აქვს საქართველოს მთავრობასთან, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რუსეთი კი ამ შედეგის შესუსტებას ცდილობს - კელი დეგნანი

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთი განცხადებას გააკეთა, საიდანაც ირკვევა, რომ მისი გეგმები ისევ საქართველოს ხელისუფლებას უკავშირდება. უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშიც შედის.

"ინტერფაქს უკრაინასთან" საუბრის დროს, მესამე პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და ის ძალიან მტკიცეა.

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებაზე შეფასებები გააკეთეს დიპლომატებმაც, რომლებსაც ქართულ უკრაინულ ურთიერთობებზე დღეს პრეზიდნეტიც ესაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მაქსიმალურად ცდილობდა სახელმწიფოს შესუსტებას.

"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, ბოლო 30 წლის მანძილზე მრავალი სხვდასხვა მიმართულებით. რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ საზოგადოების ცნობიერება და იმის გააზრება რაოდენ დესტაბილიზაციისკენ მიდის, რუსეთი ნელ-ნელა იზრდება.

რუსეთისთვის არ არის მისაღები საქართველოს წარმატების ისტორია და ცდილობს შეასუსტოს საქართველოს პროგრესი. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია უამრავი სხვდასხვა მიმართულებით,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები