29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძე და მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძე და მის ძმას 4 ივლისს მომხდარ ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, "ახალგაზრდა მწვანეების" წევრთან დაპირისპირების ფაქტზე რაჭის ყოფილ გუბერნატორს ბრალი 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი. პროცესი დისტანციურად გაიმართა.

მომდევნო პროცესი ოთხ სექტემბერს გაიმართება.

დღის ამბები