29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ტურიზმი მთლიანად განადგურებულია, საჭიროა შეიქმნას თავისუფალი ტურისტული ზონა - გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით, ქუთაისში ხელისუფლების უყურადღებობის გამო არსებობს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, პანდემიის გამო ქალაქში ტურიზმი გაჩერდა და მთავრობას ამ მიმართულებით დასაქმებულების ბედი არ აინტერესებს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ აუცილებელია ამ პირობებში ბიზნესი გადასახადისგან გათავისუფლდეს.

"ტურიზმი მთლიანად განადგურებულია. საჭიროა შეიქმნას თავისუფალი ტურისტული ზონა. ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება გადაეცეს ქუთაისში მცხოვრებ ინვესტორებს, რომ ეს ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ის ობიექტები, რომლებიც ახლა მოქმედებენ, სიმწრით ინარჩუნებენ მუშა ხელს და ცდილობენ არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები. ეს ობიექტები უნდა გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისგან," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები