29 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
"ქართული მარში" 12 აგვისტოს დიდგორობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვს

12 აგვისტოს დიდგორობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების მოთხოვნით "ქართულმა მარშმა" მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანა.

ეს გადაწყვეტილება დღის წერიგში მას შემდეგ დადგა, რაც ერდოღანმა აია-სოფიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენი მიზანია, რომ ერმა და ბერმა, ჩვენმა შვილებმა და შთამომავლობამ უნდა იცოდეს, რომ არა დიდგორის ბრძოლა ევროპაც იდგებოდა უზარმაზარი საფრთხის წინაშე იმიტომ, რომ სწორედ დიდგორში გადაწყდა ჩვენი და ევროპის მომავალი. ჩვენ უბრალოდ უქმე დღის დანიშვნას არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ, რომ დიდგორი გამოცხადდეს ეროვნულ დღესასწაულად," - განაცხადა "ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ირაკლი შიხიაშვილმა.

დღის ამბები