29 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ერთ-ერთი კოკო იყო, ვინც გიორგის მოსაძებნად წავიდა, თუმცა ვერ იპოვეს და ჩამოიყვანეს მხოლოდ ქათამაძე - ბარბარე ურიდია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის მონაწილეების სოციალური ქსელით ინტერესდება.

ყველას,  ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, შეუმოწმეს მიმოწერა. სავარაუდოდ, ამით გამოძიება იმის დადგენას ცდილობს, ვის ჰქონდა ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ და ვინ არ მოახდინა დროულად რეაგირება. ერთ-ერთი, ვისი სოციალური ქსელიც დაათვალიერეს, ბარბარე ურიდიაა. მან უკვე დატოვა შსს.

ბარბარე ურიდიამ განაცხადა, რომ საქმის გამომძიებელს საკუთარი სოციალური ქსელები დაათვალიერებინა. ასევე მან აღნიშნა, რომ 19 ივნისის ღამეს, აგარაკის შემდეგ ლისზე წავიდა და სწორედ ამის შემდეგ გაიგო გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ.

"წინაზე, როდესაც დამიბარეს ტრაქტორის დეტალები დააზუსტეს. ახლა კი საჭირო გახდა, სოციალური ქსელების დათვალიერება და სწორედ ამიტომ მოვედი. 19 ივნისს ჩვენ ვიყავით ლისზე, როდესაც გავიგეთ იქ რაც მოხდა. სახლში, როდესაც წავედით, მერე გავიგეთ გიორგის გაუჩინარების შესახებ, წავიდნენ ჩვენი მეგობრები, ერთ-ერთი იყო კოკო, თუმცა ვერ იპოვეს გიორგი და ჩამოიყვანეს მხოლოდ ქათამაძე,"- განაცხადა ბარბარე ურიდიამ.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვების სერია გრძელდება, ამ ეტაპზე უცნობია რა ახალი დეტალები გამოავლინა შსს-მ საქმესთან დაკავშირებით.

19 ივნისის ღამეს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

დღის ამბები