29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებებმა ჯანდაცვის კომიტეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებებმა ჯანდაცვის კომიტეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კანონპროექტის თანახმად, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია, მაღალი რისკის შემცველ კლინიკებს შეუჩეროს საქმიანობის უფლება, ვიდრე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებს.

პროექტის მიხედვით, საქმიანობის შეჩერების და აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. იცვლება შემოწმების სიხშირეც.

პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილის ლევან კობერიძისა და პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილის ლადო კახიძის კამათის ძირითადი მოტივი მაკონტროლებელი ორგანოს ობიექტურობა გახდა. ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ კანონში, აუცილებელია, არსებობდეს ზუსტი განსაზღვრება, თუ რას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, რასაც ეწინააღმდეგება ლადო კახაძე, რომელიც ოპონენტის ამგვარ განცხადებას საზოგადოებაში არსებული უნდობლობის მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს.

"აქამდე არ დაფიქსირებულა არცერთი ფაქტი, როდესაც მთავრობამ ამ დისკრედიტაციით არაგონივრულად, გადაჭარბებულად ან არაპროპორციულად ისარგებლა. რაც შეეხება გაუქმების საკითხს, ჩემი სამინისტროში ყოფნის განმავლობაში დამხვდა რამდენიმე საქმე, რომელიც დიდი ხანი უნდა ექვემდებარებოდეს ლიცენზიის გაუქმებას, ნებართვის გაუქმებას, რადგან რისკის მატარებელია. მაგალითად, C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის არ უნდა გვქონდეს ასეთი ხანგრძლივი მოქმედების დაწესებულებები, სადაც არის სისხლით გადამცემი დაავადებების გავრცელების პირდაპირი რისკები, - “ განაცხადა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ

დღის ამბები