ორწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის "რეალი" ისევ ესპანეთის ჩემპიონია და ოქროს მედლები 34-ედ დაისაკუთრა.
ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში, მადრიდის რეალმა ვილიარეალი 2:1 დაამარცხა და 1 ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
ქარიმ ბენზემამ, რომელიც საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის, დუბლი შეასრულა. ალფრედო დისტეფანოს სახელობის სტადიონზე მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში ბენზემამ ანგარიში გახსნა. მადრიდელებისათვის ეს რიგით 91-ე ტიტულია.