საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილა. მან საკუთარი სატვირთო ავტომობილით სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 1 768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების წამალი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 43 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.