კუნძულ სიცილიაზე წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ პალერმოში სტიქიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულები.
წყალდიდობის დროს დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, დაზიანდა ავტომობილები.
იტალიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ.