29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა აისახა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა აისახა.

ყოველწლიურ დოკუმენტში, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში საუბარია ადამიანის უფლებების მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგრძნობლად დამძიმებულ ვითარებაზე.

ხაზგასმით არის აღნიშნული საოკუპაციო ხაზის დაკეტვა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებების შეზღუდვა, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია და რუსეთის უკანონო ქმედებების შედეგად გამოწვეული მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობა.

დოკუმენტში მკაფიოდ არის გამოკვეთილი რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

"საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის გაზრდილმა ჩარევამ ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული ვითარების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განლაგებული გადასასვლელი პუნქტების უმეტესობის განგრძობადმა დახურვამ დაძაბულობა წარმოშვა და შედეგად გამოიღო ხშირი დაკავებები და მძიმე შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, რამაც საარსებო შემოსავლებზე, განათლებასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაცია და სამოქალაქო საზოგადოების წევრთა დაშინება გაგრძელდა. გაერთიანებულმა სამეფომ მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა თაობაზე, ხოლო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენლის დაშვების შესახებ წარდგენილ რეზოლუციებს," - აღნიშნულია ანგარიშში. 

დღის ამბები