29 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს - "კურიერმა" აქციაზე გამოკითხვა მოაწყო

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ქალაქში რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა უდიდესი ნაწილი აცხადებდა, რომ ქალაქში მონუმენტის არსებობა მიუღებელია, თუმცა კონკრეტულად რა გახდა ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი ნარიმანოვის მიმართ? ამასთან დაკავშირებით "კურიერმა" მცირე გამოკითხვა მოაწყო.

შეკრებილების მეორე ნაწილი აცხადებდა, რომ მხოლოდ მშვიდობის პარაკლისზე დასასწრებად მივიდა, რომელიც ქალაქში დღეს დაიგეგმა. თუმცა რიტუალის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებს არ დაუმალავთ, რომ ძეგლის არსებობა ქალაქში მიუღებელია და მისი დემონტაჟისთვის ყველა კანონიერ ზომას მიმართავენ.

მარნეულში დღეს "ქართული მარშის" და "მოძრაობა" ზნეობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. რომლებიც პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ ნარიმანოვის ძეგლის საკითხს შესაძლოა რეგიონში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივება მოჰყვეს.

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით, პროტესტი მარნეულში დაახლოებით, 3 თვის წინ დაიწყო. მაშინ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა, რომ ბოლშევიკების ძეგლები საქართველოში არ უნდა იყოს.

დღის ამბები