29 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
კამათი და დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე - ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით კენჭს ხვალ უყრიან

სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე პროექტის განხილვას მოჰყვა, რომელსაც არც ოპოზიციის და არც დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა არ აქვს. სწორედ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატის კითხვას მოჰყვა ჯერ კომიტეტის თავმჯდომარის რეპლიკა, შემდეგ კი პოლიტიკური შეურაცხყოფები.

"სხვებში" ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბიზნესის წარმომადგენლები იგულისხმა, რომლებთანაც კანონპროექტს ავტორი რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდა და რომლებთანაც, ძირითად საკითხებზე შეთანხმება შედგა. კანონპროექტის კორექტირების შემდეგ სექტორის ნაწილი კმაყოფილია, ნაწილს კი, დროებითი მმართველის მექანიზმთან დაკავშირებით კითხვები საკომიტეტო მსჯელობის დროს ისევ ჰქონდა.

ინტერპრეტაციების პრევენციის გამო, კომუნიკაციების კომისიის თავმდჯომარემ კანონპროექტის მიზნებთან დაკავშირებით განმარტებები სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. საუბარია კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით სახელმწიფოს პასუხისმგებლობასა და უფლებამოსილებაზე.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, დროებით მმართველს არ ექნება წილების გასხვისების უფლება, მისი ფუნქცია მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება იქნება, სწორედ აქამდე განისაზღვრა კომპანიაში მისი ყოფნის ვადაც. მმართველის დანიშვნა მოხდება სასამართლოს გავლით. განსხვავებულია მიდგომა, როდესაც საქმე წილისა და აქტივების გასხვისებას ან შერწყმას ეხება. ამ შემთხვევაში, მას კომისია ნიშნავს, რაც ასევე სასამართლოში გასაჩივრებას დაექვემდებარება.

მესამე მოსმენით პროექტს წამყვანი კომიტეტის მხარდაჭერაც აქვს. მას საბოლოოდ კენჭს ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით უყრიან.

დღის ამბები