29 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
დღეს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო დაარსდა

დღეს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო დაარსდა. მემორანდუმს ხელი გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეებმა მოაწერეს.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოში პროკურორები, მოსამართლეები და ადვოკატები საკანონმდებლო საკითხებსა და ეთიკის საერთო ნორმებზე იმსჯელებენ.

უზენაეს სასამართლოში გამართულ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები