29 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ილჰამ ალიევმა ელმარ მამედიაროვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი, იქამდე კი გააკრიტიკა. ალიევის განცხადებით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არავითარი რეაგირება არ მოახდინა, როდესაც აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება გართულდა.

ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება ისევ დაძაბულია. აზერბაიჯანის თავდაცვის პრეს-სპიკერი დღეს ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე იერიშითაც კი დაემუქრა. გასული ღამის განმავლობაში მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა.

დღის ამბები