29 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 16 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში და 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ბალიანი ღელვა.

დღის ამბები