29 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

კახეთში ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის გამო, რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მათ შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფელ კონდოლში. დაისეტყვა ვენახები, წაიქცა ხეები, დაზიანდა შენობების სახურავები.

დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

"ძალიან დიდი ზარალი მივიღეთ, თითქმის 100%-ით არის დასეტყვილი. დაზღვეული არ მქონია, მაგრამ ვითხოვთ დახმარებას, რადგან ამ ვენახებზე ვართ დამოკიდებული მთლიანად,"- აცხადებს დაზარალებული გოჩა ჩიბრაშვილი

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სტიქიამ ფაქტობრივად ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის ზონაში ზარალს ითვლიან, შესაბამისი სამსახურები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

"ვითარება სრულად კონტროლდება, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. დაახლოებით 150 სარაკეტო ჭურვი იყო სეტყვის წინააღმდეგ გაშვებული,"- აღნიშნავს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები