29 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
რთველისა და თხილის სეზონი ახლოვდება, შესაბამისად ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდებათ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს ლევან დავითაშვილს დაავალა, რთველისა და თხილის სეზონზე ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს.

"მინდა ბატონ მინისტრს გავახსენო, რომ გვიახლოვდება რთველი და თხილის სეზონი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მოგეხსენებათ, წუხელ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ჩვენს ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

რაც მთავარია, ფინანსთა სამინისტროს დღეს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომელსაც ჩვენ სოციალური-მიზნობრივი დახმარება გავუწიეთ, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ სიას. კიდევ ერთხელ ვნახოთ მიზნობრიობის თვალსაზრისით, რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ დავეხმაროთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები