29 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადაეცემათ - გიორგი გახარია

თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადაეცემათ - განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საუბარია 1000 ბინაზე.

"თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი უწყებრივი ბინები, როგორც დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ეს საკითხი კომისიური წესით იქნება განხილული.

საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ადრეც გასაკეთებელი იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები