29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და 1006-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 883 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

კარანტინში იმყოფება 5640-ზე მეტი მოქალაქე, სტაციონარში კი რჩება 244 პაციენტი. უცხო ქვეყნიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს 31 მოქალაქე.

დღის ამბები