29 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს და დიალოგისკენ მოუწოდებს

რუსეთი საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს და დიალოგისკენ მოუწოდებს. ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მოქალაქეების მიერ, ე.წ გამყოფი ხაზის გადაკვეთის ფაქტებზე წერს და თბილისს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს.

რუსული მხარე საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აკრიტიკებს.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისა და როგორც ოფიციალურ მოსკოვთან, ისე ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან არსებული დიალოგის ფორმატების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები