ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ.
მათი თქმით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებების ღია წესით დამუშავება, გადატვირთა გადაზიდვა ხდება, რაც წარმოქმნის ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადებების რისკს.
ისინი ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ, თუმცაღა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქციაზე არ გამოჩენილან და სატელევიზიო კომენტარზეც უარი განაცხადეს.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.