29 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში აშშ-ს ელჩი დელეგაციასთან ერთად ეწვია

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დელეგაციასთან ერთად ეწვია.

საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სანაპირო დაცვასთან მჭიდრო მხარდაჭერა და თანამშრომლობა აკავშირებს. დეგნანის თქმით, აშშ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელოვან როლს აღიარებს.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს მჭიდრო მხარდაჭერა და თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს სანაპირო დაცვასთან. ჩვენი 22 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი და აშშ-ის სანაპირო დაცვა მჭიდროდაა ჩართული საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. ვაღიარებთ საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში," - აცხადებს საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი.

სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა უმასპინძლა. შეხვედრაზე სტუმრებს სანაპირო დაცვის ამოცანები და შესაძლებლობები გააცნეს.

დღის ამბები