29 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
საქართველოში ახალი თურქულ-ქართული საწარმო გაიხსნა

საქართველოში ახალი თურქულ-ქართული საწარმო გაიხსნა. სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კომპანიას 2018 წლის თებერვალში, პროგრამით "აწარმოე საქართველოში" 9502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. 

"ეს არის მაღალტექნოლოგიური ახალი საწარმო, რომელიც ელექტრიოგადამცემ მავთულებს აწარმოებს. საწარმო, მიუხედავად იმისა, რომ ახალი გახსნილია, უკვე 100 ადამიანს ასაქმებს,"- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

დღის ამბები