29 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
რუსეთის და გავრილოვის თემას მახსენებენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის 20-% რუსეთს ჩააბარეს-ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებდა თუ არა ოპოზიციური სპექტრის მოსაზრებას, რომ მისი სახელი და გვარი 20 ივნისს და გავრილოვს უკავშირდებოდა, აცხადებს, რომ ამას სწორედ ის ხალხი ამბობს, რომლებმაც საქართველოს 20% დაკარგეს და რუსეთს ჩააბარეს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "ქვეყნის ღალატსა და შეცდომას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა".

"ამას ამბობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ფლობენ ფეიკტელევიზიებს, საიდანაც მოდის აგრესიის ნიაღვარი. რაც შეეხება რუსეთის თემას, ამას მახსენებენ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთს ჩააბარეს.

იმ შემთხვევაში იყო პირდაპირი ღალატი, რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის 20% და მერე მოაწერეს რეზოლუციას ხელი, სადაც ეწერა, რომ "ბოდიში, ჩვენი ბრალი იყო. რუსეთს თავს ჩვენ დავესხითო". განსხვავება კი ძალიან დიდია და გავრილოვს და ამ ფაქტს ერთმანეთს ვერ შევადარებთ. აქ რატო ვსაუბრობთ რაღაც შეცდომებზე, ის იყო პირდაპირი ღალატი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები