29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი ყოფილი მეპატრონე ქონების დაბრუნების მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს - აქციის ორგანიზატორი ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი ყოფილი მეპატრონეა. დავით ანანიძე ქონების დაბრუნებას ითხოვს.

მისი თქმით, საკუთრებაში არსებული ე.წ "ხოფის" ბაზრობა წინა ხელისუფლებამ წაართვა. ის წლებია დავობს, თუმცა უშედეგოდ. ამბობს, რომ პროკურატურა ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

აქციაზე თვითდასაქმებულები და სავაჭრო ცენტრ "ჭოროხის" ყოფილი მეპატრონეებიც იმყოფებიან, ისინიც ამბობენ, წინა ხელისუფლებამ ანალოგიურად მიიყვანა მათი ქონებაც.

აქცია ბათუმის მერიასთან დაიწყო, შეკრებილებმა მსვლელობით აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან.

დღის ამბები