29 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
იყო პრემიერ-მინისტრი ეს არის ხარისხობრივად სხვა ტიპის ნდობა და სხვა ტიპის ადამიანი სჭირდება ამას - გიორგი ბარამიძე გიორგი ვაშაძეზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე "დღის კურიერში" აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძეს იმ დონის ნდობა არა აქვს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წარადგინონ.

"დღის კურიერის" წამყვანის კითხვას, რომ მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრად მოიაზრებდა, რაზეც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ ბუნებრივია, ადამიანს თანამებრძოლობისა და პარტნიორობის ნდობა ჰქონდეს, თუმცა ეს ავტომატურად პრემიერ-მინისტრობის ნდობას არ ნიშნავს. გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე კარგი პარტნიორია.

"მაგაში ცუდი არაფერი არ არის, რომ ყველა ჯარისკაცს უნდოდეს გენერლობა, მაგრამ ეს ავტომატურად არ ხდება, რომ შენ თანამებრძოლები აუცილებლად გენერლად გრაცხავდნენ. თანამებრძოლობა, ბრძოლაში ერთად წასვლა - ეს ძალიან დიდი ამბავია.

კოალიციაში როდესაც ერთად ვართ და პუტინისტურ რეჟიმს, რომელსაც პუტინისტურს უწოდებენ არა მარტო საქართველოს ოპოზიცია, არამედ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მნიშვნელოვანი ნაწილი, მმართველი პარტიის 147 კონგრესმენი, ამასთან ბრძოლა ასეთი ადვილი არ არის.

იყო ლიდერი ამ ბრძოლაში და იყო ბრძოლის მშვიდობიანად გამარჯვების შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრი ეს არის ხარისხობრივად სხვა ტიპის ნდობა და სხვა ტიპის ადამიანი სჭირდება ამას," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები