სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე. ვითარების დეესკალაცისკენ მოწოდება გაავრცელა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმაც.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება გუშინ საარტილერიო ცეცხლით გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, 3-დღიანი დაპირისპირების განმავლობაში 11 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სომხური მხარის ცნობით, კი კონფლიქტს 4 სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ოფიციალური ერევანი დაპირისპირების ამსახველ კადრებს ავრცელებს და ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. ურთიერთსაპირისპირო ბრალდებას უყენებს ოფიციალური ბაქო ერევანს.
ამ ეტაპზე ორი ქვეყნის საზღვარზე სიმშვიდეა.