29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მშენებლობის დაწყების პროცესს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.

მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

დიდი დიღმის მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის დარბაზები; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი და კაფე.

"დიდ დიღომში, საფუძველი ჩაეყარა ახალი პროექტის განხორციელებას, ეს არი მულტიფუნქციური კომპლექსი. გვინდა რომ ათივე რაიონში ანალოგიური პროექტები განვახორციელოთ, ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნება - ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის დარბაზები; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი და კაფე,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. 

დღის ამბები