29 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი, მისი გადასაწყვეტია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" წევრებს შორის კონსულტაციები გადამწყვეტ ფაზაშია.

მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდება, როგორც საარჩევნო სიასთან, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებითაც. იქამდე კი ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს, სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ეს გამოცდილება უკვე აქვს. ის ხელმძღვანელობდა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ქართული ოცნების შტაბს.

"უახლოეს მომავალში ჩვენ დავაყენებთ მაჟორიტარების კანდიდატებს. საარჩევნო შტაბის უფროსად გამოცდილებიდან გამომდინარე დავინიშნე. 2016 წელს შტაბის უფროსის მოადგილე ვიყავი, შემდეგ შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი. შტაბის მუშაობაში ჩართული ყოველ დღე ვიქნები. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება ქართული ოცნებისთვის" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით.

ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება მომავალზე და ის იქნება პრინციპულად პოზიტიური,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

რაც შეეხება, საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად დაყენების საკითხს, ამაზე ირაკლი კობახიძემ განაცხდა, რომ ეს თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია.

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრობას, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის არის პირველი ნომერი პარტიაში, არის პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს ასეთ რამეს, ბუნებრივია, ის იქნება სიის პირველი ნომერი. ეს მისი გადასაწყვეტია," - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი კი, მზადყოფნას გამოთქვამს იმისათვის, რომ პარტიის ნების შემთხვევაში მან კენჭი მაჟორიტარ დეპუტატობაზე იყაროს. 

 

 

 

დღის ამბები