29 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უნდა გავააქტიუროთ - პრეზიდენტი საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის გატაცების შესახებ ამბობს, რომ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უნდა გაააქტიუროს და იმუშაოს სამოქმედო არეალის გაზრდაზე. 

“საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი რამე უნდა მოიმოქმედოს - ეს არის ის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავააქტიუროთ და ის, რასაც ვითხოვ, რამდენი ხანია, ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს. ეს არის ის, რაც არის დღეს ჩვენს შესაძლებლობებში და აუცილებელია, რომ ყველა კუთხით ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით," - განაცხადა პრეზიდენტმა გატაცებული და დაჭრილი მოქალაქის შესახებ საუბრისას. 

33 წლის ზაზა გახელაძე, 10 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ოკუპანტებმა ის ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. მამაკაცი რამდენიმე დღეა, საკუთარ სამშობლოში ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება.

დღის ამბები