29 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
"არაფერი არ ვიცით, მკვდარია, ცოცხალია" - რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ახლობლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

რუსი ოკუპანტების მიერ დაახლოებით 2 კვირის წინ, მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი დღეს სოფელ მეჯვრისხევის ცენტრში, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და 47 წლის მამაკაცის უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს.

მათი ინფორმაციით, ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს გაიტაცეს და ამ დრომდე ტყვეობაში ჰყავთ. მომხდარის შესახებ ცნობილი მხოლოდ 4 დღის შემდეგ გახდა.

"საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს. არაფერი არ ვიცით, მკვდარია, ცოცხალია, არც მიზეზი ვიცით, რის გამო გაიტაცეს. დანაშაული ჩაიდინა? მოკლა ვინმე, მოიპარა რამე? არაფერს არ გვაგებინებენ. ის მაინც გაგვაგებინონ, რისთვის დააკავეს და რას გვედავებიან, თუ დანაშაული ჩაიდინა, წაუყენონ ის დანაშაული და გაგვაგებინონ," - ამბობს გატაცებულის ახლობელი, ლეილა მღებრიშვილი.

სოფლის გამგებელი, ალექსანდრე ბუჯიაშვილი ამბობს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია მაქვს, რომ ადამიანი დაბრუნდება, როგორც სხვა გატაცებულები. ამ დროისთვის ორი პიროვნებაა გატაცებული საქართველოდან," - განაცხადა ალექსანდრე ბუჯიაშვილმა

   

დღის ამბები