29 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ადამ კინზინგერი ტვიტერზე გამოვლენილი ქართული საეჭვო ანგარიშების შესახებ კვლევას ეხმაურება

ამერიკელი კონგრესმენი ტვიტერზე გამოვლენილი ქართული საეჭვო ანგარიშების შესახებ კვლევას ეხმაურება.

"ამას აკეთებს პუტინი – ის მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ხალხს, ცდილობს ჩაერიოს დემოკრატიულ არჩევნებში და ქმნის ქაოსს პირადი სარგებლისთვის," - ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორიის კვლევის თანახმად, ადამ კინზინგერის მიერ ტვიტერზე საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკების შემდეგ ქსელში ანტიდასავლურად განწყობილი საეჭვო ქართული ანგარიშები გამოჩნდა.

დღის ამბები