აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება გუშინ საარტილერიო ცეცხლით გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, 3-დღიანი დაპირისპირების განმავლობაში 11 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
სომხური მხარის ცნობით, კი კონფლიქტს 4 სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ოფიციალური ერევანი დაპირისპირების ამსახველ კადრებს ავრცელებს და ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.
ურთიერთსაპირისპირო ბრალდებას უყენებს ოფიციალური ბაქო ერევანს.
მთელი ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერად ბაქოში დემონსტრაცია მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე ორი ქვეყნის საზღვარზე სიმშვიდეა.