29 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
საგუშაგოს რომ გაზრდი, ისიც აიღებს და აგრესიულ ნაბიჯს გადმოდგამს - გია ვოლსკის თქმით, ყველა საგუშაგო აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო

პარლამენტის ვიცესპიკერმა "ღამის კურიერის" ეთერში ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თემაზე ზედაპირული ლაპარაკი და ამ ხალხის შემართების დაკნინება არ შეიძლება:

"მოქალაქეები როცა გისმენენ, ვალდებული ხარ, რომ ზუსტი ანალიზი გააკეთო და იმედის მესიჯი გაუგზავნო. გმირი ხალხია ეგენი და ჩვენ აქედან, ვიღაცეები ცდილობენ, რომ დააკნინონ მათი პათოსი, შემართება და პატრიოტიზმი, რომ იცით რა, საშინელ დღეში არიან და არ იციან გამოსავალი, თავდახრილები და წელში გატეხილები არიან. არ არის ეგრე, ესენი ცხოვრობენ იქ და საკმაოდ ინტენსიურადაც ურთიერთობენ მეორე მხარესთან, მეორე თემა სოციალური საკითხები, რომელიც ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე ეხება, საგანგებო მნიშვნელობისაა და ათმაგი იქნება ძალისხმევა და რესურსი ჩადებული. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობამ, რომელიც ვირუსთან დაკავშირებით შეგვექმნა, არ მოგვცა საშუალება, რომ კიდევ მეტი რესურსი ჩაგვედო. არის კიდევ მეორე საკითხი, იმიტომ არის დამკვირვებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილი, რომ იქ ხალხმა მარტო არ იგრძნოს თავი," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ საპოლიციო საგუშაგოებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ობიექტების დამატება მხოლოდ აუცილებელ და საგანგებოდ მნიშვნელოვან შემთხვევებში შეიძლება მოხდეს.

"საპოლიციო საგუშაგოებთან დაკავშირებით, ცალსახა ლაპარაკი არ შეძლება, იცით რა, ვისაც პასუხისმგებლობა არ აქვს, რაც ენაზე მოადგებათ ლაპარაკობენ ყველაფერს. საგუშაგოს რომ გაზრდი, ისიც აიღებს და აგრესიულ ნაბიჯს გადმოდგამს. სადაც გავაკეთეთ საგუშაგო, იქ აუცილებელი და საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო, აბა მოსახლეობას ჰკითხეთ, როგორ ურჩევნია," - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

დღის ამბები