29 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ფაქტია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდგომ - ლაშა დარსალია ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებასა და დაჭრაზე

"ეს არის საკმაოდ მძიმე ფაქტი და უხეში დარღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების" - ამ სიტყვებით საგარეო საქმეთა მინისტრი ლაშა დარსალია "ღამის კურიერში" სტუმრობის დროს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონოდ დაკავებასა და დაჭრას გამოეხმაურა. 

როგორც დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისთვის ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედებულია.

"ჩვენ ინფორმაციის მიღებისთანავე ყველა პარტნიორი ჩავრთეთ და ჩართულია პროცესში, იქნება ეს უშუალოდ ქვეყნები, თუ ჟენევის თანათავმჯდომარეები. ასევე ჩართულია შვეიცარიის საელჩო და ჩვენი სექცია შვეიცარიის საელჩოსთან. გეთანხმებით, რომ ეს არის საკმაოდ მძიმე ფაქტი და უხეში დარღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ფაქტია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდგომ. 

ყველა მექანიზმი ამოქმედებულია, ყველა ჩვენი პარტნიორი ჩართულია ამ პროცესში. დღეს უმთავრესი ამოცანა რაც შეიძლება მალე მოხდეს ბატონი ზაზას გადმოყვანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს, რათა კიდევ უფრო გართულდეს უსაფრთხოების გარემო ადგილზე, რომელსაც აქვს გარკვეული მიზნები და პირველ რიგში ეს არის ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით. შესაბამისად, ეს არის ის მიმართულება, რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენ პარტნიორებთან, რათა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები," - განაცხადა ლაშა დარსალიამ. 

33 წლის ზაზა გახელაძე, 10 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ოკუპანტებმა ის ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. მამაკაცი რამდენიმე დღეა, საკუთარ სამშობლოში ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება.

 

დღის ამბები