29 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
პირველ დღეებში დააპატიმრეს ოთხოზირიას მკვლელი, გადმოცემა გამორიცხული იყო - პაატა ზაქარეიშვილი გალის შეხვედრებზე

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მისი მინისტრობის დრო საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკების ფორმატები მუშაობდა და  სწორედ მაშინ  განახლდა გალის შეხვედრები. ზაქარეიშვილის თქმით, პირველ დღეებში დააპატიმრეს კიდეც ოთხოზირიას მკვლელი. 

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ფორმატები მუშაობს, თუ ის პოლიტიზირებული არ არის. 

"ჩემს დროს ფორმატები მუშაობდა. ერგნეთი არ გაჩერებულა, უფრო მეტიც, ჩემს დროს გაჩერებული გალი ავამუშავეთ. "ნაციონალური მოძრაობის" დროს გალის შეხვედრები გაჩერებული იყო და ოთხოზორიას  მკვლელობის ფაქტზე პირადად მე, მოვახერხე ის, რომ გალის შეხვედრები დავიწყეთ აფხაზურ მხარესთან, ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, რომ დავაჯერე აფხაზური მხარე ახლა კარგი მომენტია, რათა გვაქვს შანსი პოლიტიკის გარეშე დავიწყოთ მუშაობა და აფხაზებმა დამიჯერეს. მართლაც უნიკალური მომენტი იყო. ჩვენ ოთხოზორიათი დავიწყეთ გალის მოლაპარაკებები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ოთხოზორიას მკვლელობა გამოვიძიოთ და მოდით პოლიტიკური დემარშები არ მოვაწყოთ. საქმეც ისაა, რომ გალის შეხვედრები დაიწყო ოთხოზორიათი და დასრულდა ოთხოზორიათი. ოთხოზორიას თემით დასრულდა პრაქტიკულად ეს. გალის და ერგნეთის შეხვედრები არ არის პოლიტიკური დიალოგის ადგილი. ჟენევაა ამისთვის. თავის დროზე, როდესაც შეიქმნა ჟენევა, ითქვა, რომ ძალიან ბევრი საკითხები შემოდის ჩვენთან, რომელიც არ ეხება ჟენევას, მოდი ადგილზევე შევქმნათ პატარა ოთახები გალსა და ერგნეთში და იქ არაპოლიტიკური საკითხები იყოს განხილული. მაგრამ მერე ამ ორმა სტრუქტურამ ძალა მოიკრიბა ნამდვილად, უფრო ძლიერი გახდა, მრავალი საკითხების განხილვა დაიწყეს, მათ შორის ისეთი საკითხების, როგორიც არის მკვლელობები. ეს დღეს არ მუშაობს, რადგან გახდა პოლიტიზირებული.

პირველ დღეებში დააპატიმრეს კიდეც ოთხოზირიას მკვლელი. ეს ნამდვილად ასე იყო, მე ვიყავი ჩართული ამაში და კარგად ვიცი. გადმოცემა გამორიცხული იყო, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.  

დღის ამბები