29 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
ფაქტები ხდება ყოველდღიურად და რეაგირება არის არაორგანიზებული და ქაოტური - ნინო ლომჯარია საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების დაკავებაზე

რა კომუნიკაცია შედგა სახალხო დამცველის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

ნინო ლომჯარიას თქმით, მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირება არაორგანიზებული და ქაოტურია, ამიტომ აუცილებელია ერთიანი სტრატეგიის არსებობა:

"ჩვენი თითოეული განცხადება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება, იგზავნება და ვაწვდით, როგორც ადგილობრივ დიპლომატიურ კორპუსს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, ეს არის გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი და ა.შ. მაგრამ აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ჩვენ  ინფორმაცია მივაწოდოთ და ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთონ. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს და სახელმწიფომ უნდა შეაწუხოს საერთაშორისო თანამეგობრობა, უფრო მეტად იაქტიუროს და იფიქროს იმაზე, რა შეიძლება დამატებით გავაკეთოთ და რა ბერკეტები გამოვიყენოთ. ხომ არ ჯობია ასეთი შემთხვევები წავიღოთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში. რა სტრატეგიით ვმოქმედებთ? ასეთი ფაქტები ხდება ყოველდღიურად და რეაგირება არის არაორგანიზებული და ქაოტური, ანუ ვისაც რა შეუძლია, ვაკეთებთ იმას," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები