29 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ქუთაისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ თანამდებობა დატოვა. მან წასვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს. 

"ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ვიტყვი, რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები.

ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე, იყო რთული დღეებიც და იყო ძალიან დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც.  უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის,რასაც ყოველთვის ვგრძნობდი და რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინეთ,"-წერს ნინო თვალთვაძე.

ნინო თვალთვაძე პოსტს 2017 წლიდან იკავებდა. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ თანამდებობა დატოვა ქუთაისის არჩეულმა მერმა.

დღის ამბები