29 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში განახლებული "კიკვიძის პარკი" გაიხსნა

ნაძალადევის რაიონში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის, ე.წ. კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა.

პარკის გახსნის ღონისძიებას დღეს პრემიერ მინისტრი და დედაქალაქის მერი დაესწრნენ.

რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა ინფრასტრუქტურა - მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები. ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. პარკის რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო.

განახლებული პარკი სტეფანე მღებრიშვილის კონცერტით გაიხსნა. 

დღის ამბები