29 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
გიორგი გახარია - თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს, რომ მეტი სიმწვანე იყოს ქალაქში, სადაც ჩვენი შვილები ისეირნებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განახლებული "კიკვიძის პარკის" გახსნას დაესწრო. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს, ქალაქში მეტი სიმწვანე რომ იყოს. 

"მართლა გულს უხარია, რასაც დღეს აქ ვხედავთ. რა თქმა უნდა, თბილისში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი ისეთი რაღაც გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და გარემოს არ მოწონს, მაგრამ თბილისის მერია და თბილისის მერი  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი, ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს და მინდა გავიხსენო, სულ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ გავხსენით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული მზიურის პარკი. დღეს ჩვენი გენიალური ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და შეუძლებელია, რომ ეს არ გავიხსენოთ. ამიტომ, მინდა, თბილისს, თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული, ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ცხოვრება, ყოველდღიურად იყოს კომფორტული. მადლობა  თბილისის მერიას, თბილისის მერს. საამაყო მერი გყავთ და წარმატებები. ყველგან გამარჯვებით, ერთად. ცოტათი ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ, 200 ადამიანზე, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ თბილისელები ამას გვაპატიებენ, იმიტომ, რომ დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება “, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა ინფრასტრუქტურა - მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები. ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. პარკის რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო.

განახლებული პარკი სტეფანე მღებრიშვილის კონცერტით გაიხსნა. 

დღის ამბები